"ქალები საერთო მომავლისთვის" (WECF) საქართველო" და "გაეროს განვითარების პროგრამა" (UNDP) ეძებენ გამოცდილ მკვლევრებს ან/და კვლევით ორგანიზაციას, რომელიც ჩაატარებს კვლევას მიგრანტი ქალების სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
კვლევის მიზანია, შეისწავლოს სახელმწიფოს მიგრაციის პოლიტიკა და გაანალიზოს მისი სტრატეგია ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისას გენდერულ ჭრილში; შეაგროვოს მონაცემები ქართველი ქალი მიგრანტების საჭიროებების შესახებ და აჩვენოს საუკეთესო პრაქტიკები, თუ რა გზებით პასუხობენ სხვა ქვეყნები მიგრანტების ეკონომიკური სტაბილურობისა და დაბრუნების გამოწვევებს.
წყარო: jobs.ge