ევროპის ფონდი პროგრამის სამოქალაქო საზოგადოება და მმართველობა ფარგლებში, იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათემო ჯგუფების, სსო-ებისა და მედია საშუალებების ინფორმირებული მონაწილეობის გაზრდა სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერების, სახელმწიფო რეფორმების მონიტორინგისა და შეფასების წახალისების, საჯარო დისკუსიებისა და სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 24 ოქტომბერი.
წყარო: epfound.ge