en
ge

ღია საგრანტო კონკურსი: „ინოვაციების და გამოწვევების გრანტები“

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს „ინოვაციების და გამოწვევების გრანტებზე“ (ICG).

კონკურსის მხარს დაუჭერს სამოქალაქო ინიციატივებს, რომლებიც მოახდენენ საზოგაოდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოქალაქეების მობილიზებასა და ჩართულობას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს, სამოქალაქო მოძრაობებს, პროფესიულ ასოციაციებსა და მოქალაქეთა არარეგისტრირებულ გაერთიანებებს.

კონკურსის ფარგლებში გაიცემა ექვსი გრანტი. თითოეული გრანტის მაქიმალური ბიუჯეტია $25,000, ხოლო ხანგრძლივობა - 12 თვე.

საგრანტო განაცხადები მიიღება ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე. განაცხადების მიღება შეიძლება როგორც წერილობით, ისე ვიდეო ფორმატში.

წყარო: ewmi-activism.org