"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) აცხადებს საპროექტო განაცხადების კონკურსს ბიზნეს კომპანიებისთვის.
პროგრამის მიზანია შექმნას დასაქმების ახალი შესაძლებლობები სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელსა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით; ასევე, ხელი შეუწყოს სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლე ახალგაზრდებს, შეიძინონ სათანადო ცოდნა და უნარები, რათა ეფექტურად გამოიყენონ დასაქმების არსებული შესაძლებლობები.
წყარო: jobs.ge