en
ge

კონკურსი პროგრამის მონაწილე სტუდენტების შესარჩევად

"USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა" ბათუმის კანონის უზენაესობის ჰაბის ფარგლებში განაგრძობს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო აქტივობის "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" მხარდაჭერას და ახორციელებს პროექტს "ინიციატივა პარალეგალები და კარიერული საუბრები".

"USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა" აცხადებს კონკურსს პროგრამის მონაწილე სტუდენტების შესარჩევად.

ამ ინიციატივის მიზანია საზოგადოების სამართლებრივი ინფორმირებულობის გაზრდა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტიანი და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი ცოდნა ჰქონდეთ საკუთარი უფლებების დაცვის შესახებ.

წყარო: jobs.ge