en
ge

საგრანტო კონკურსი

"GCSD", ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ახორციელებს ოთხწლიან პროგრამას - "ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება". პროგრამის მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება.

ამ მიზნით, "GCSD" აცხადებს საგრანტო კონკურსს. კონკურსის ფარგლებში გაიცემა 2 გრანტი, ჯამში 200 000 ლარი. გაცემული ერთი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 100 000 ლარს შეადგენს.

წყარო: jobs.ge