“კავკასიური სახლი’’ აცხადებს მონაწილეთა შერჩევას მცირემასშტაბიანი პროექტისთვის “კონფლიქტ–სენსიტიური გაშუქება ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის”.
შეხვედრების მიზანია, ხელი შეუწყოს კონფლიქტის საფუძვლიან ანალიზს, სამშვიდობო და ნდობის აღდგენის პროცესებში ჟურნალისტიკის როლის გააზრებასა და კონფლიქტში ჩართული მხარეების ინტერესების იდენტიფიცირებას.
მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს ექსპერტები და ჟურნალისტები მონაწილეებს გაუზიარებენ პრაქტიკულ ცოდნას საქართველოს კონფლიქტების წარმოშობის ისტორიაზე, საზოგადოებაში არსებულ ნარატივებზე, კონფლიქტის ტრანსფორმაციის პერსპექტივებსა და კონფლიქტების გაშუქების თავიანთ გამოცდილებაზე.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კონფლიქტებითა და სამშვიდობო პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდა ჟურნალისტებს და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 14 ოქტომბრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
შეხვედრები ჩატარდება 2022 წლის 21 ოქტომბრიდან 2 დეკემბრამდე, კვირაში ერთხელ.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო ენა: ქართული
კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ორგანიზაციას მეილზე: info@conflictreporting.org
შეხვედრები იმართება “კავკასიური სახლისა” და International Alert-ის პროექტის “ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID/Georgia -ის მიერ.
წყარო: caucasianhouse.ge