en
ge

ლექციები სოც. და პოლიტიკურ მეცნიერებებში, ადამიანის უფლებებში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: EMC
  • დაწყების თარიღი: 07.10.2013
  • ბოლო ვადა: 17.10.2013
  • ბმული: http://www.jobs.ge/63833/
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) იწყებს პროექტის "ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტების პლატფორმა" განხორციელებას, რომელიც ახალგაზრდა აქტივისტების სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობასა და თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული სააზროვნო სივრცის შექმნას ისახავს მიზნად.
პროექტი გულისხმობს აქტივისტების ჯგუფის შექმნას, მათი თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერებასა და ამ ჯგუფის მიერ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას ოთხი ძირითადი თემატური მიმართულების მიხედვით: რელიგიის თავისუფლება და სეკულარიზმი; ლგბტქ პირთა უფლებები; ქალთა უფლებები; სოციალური სახელმწიფოს კონცეფცია.
აქტივისტების ჯგუფს, შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ზემოთ მითითებულ თემებზე ჩაუტარდებათ თეორიული ლექციები/დისკუსიები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებსა და ადამიანის უფლებებში.
ჯგუფის წევრებს მოუწევთ თეორიული და პრაქტიკული ხასიათის სამუშაოების ჩატარება, მათ შორის, ბლოგების, გამოხმაურებების, სოციალური არტის პროდუქტების მომზადება.
პროექტის ხანგრძლივობის ვადაა 3 ან 5 თვე. პროექტის დასრულების შემდეგ EMC ხელს შეუწყობს დაინტერესებული მონაწილეების სამოქალაქო აქტივობის გაძლიერებას.
პროექტში მონაწილეობის პირობები:
პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევიან ჰუმანიტარული, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების, ასევე სამართლის ფაკულტეტების მაღალი კურსისა (III-IV) და მაგისტრატურის სტუდენტები, აგრეთვე, ამავე ფაკულტეტების კურსდამთავრებულები 30 წლამდე. მაღალი ინტერესის შემთხვევაში, ჯგუფის მონაწილეებად შეირჩევიან სხვა ფაკულტეტების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებიც აკმაყოფილებენ შერჩევის კრიტერიუმებს.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 2013 წლის 17 ოქტომბრამდე ელექტრონულ მისამართზე: platformaemc@gmail.com უნდა გამოაგზავნონ CV და ესსე თემაზე: სეკულარიზმის კრიზისი საქართველოში და ამ მიმართებით სამოქალაქო საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევები (მაქსიმუმ 2 გვერდი).
პროექტის მონაწილეები შეირჩევიან გამოგზავნილი CV-ის, ესსესა და გასაუბრების საფუძველზე. პროექტში მონაწილეობა უფასოა.
მისამართი: შანიძის ქ. 3, 0179, თბილისი
Facebook: https://www.facebook.com/RIGHTSEMC
ვებ-გვერდი: http://emcrights.wordpress.com/
საკონტაქტო პირი: დათო ლაღიძე
ტელ: 551 123992
წყარო:jobs.ge