საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), IREX-ის მხარდაჭერით, საქართველოში ახორციელებს გლობალურ პროგრამას "SHE`s GREAT". პროგრამის მიზანია, გარდაქმნას არსებული გენდერული სტერეოტიპები, ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების შექმნას და ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას. პროგრამის "SHE`s GREAT!" მიერ შემოთავაზებული აქტივობები, გენდერულ საკითხებთან მიმართებაში, სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას, გოგონების გაძლიერებასა და მათი ლიდერული უნარების განვითარებას ემსახურება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, GCSD აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის/პლატფორმის შესარჩევად, რომელიც, პროექტში ჩართული სკოლებისთვის უზრუნველყოფს ფსიქოლოგების შერჩევას, ერთიანი მოდულის და პროგრამის შექმნას, საჭიროების შემთხვევაში შერჩეული ფსიქოლოგებისთვის ToT-ის ორგანიზებას, ფსიქოლოგების კოორდინაციას, ტრანსპორტირებასა და სკოლებთან/კლუბებთან სესიების შეთანხმებას.
წყარო: jobs.ge