en
ge

ვაკანსია ჟურნალისტის პოზიციაზე

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ინტერნიუსი-საქართველო
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 15.10.2013
  • ბმული: http://www.media.ge/ge/portal/events/301531/.htm
„ინტერნიუსი საქართველო", „მედია ინიციატივების ცენტრი" (სომხეთი) და „ინტერნიუსი აზერბაიჯანი" ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მზარდაჭერით ახორციელებენ პროექტს „კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში", რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელმისაწვდომობის ზრდას სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ტიპის მედიაში. „ინტერნიუსი საქართველოს" წარმოების განყოფილება ეძებს ახალგაზრდა ჟურნალისტებს/იდეის ავტორებს, რომლებიც პროექტის გუნდთან ერთად იმუშავებენ 7 წუთიანი ფილმების წარმოებაზე სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების გაშუქების საკითხებზე.
"ინტერნიუსი-საქართველო" წარმოადგენს ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან მოღვაწეობს. ჩვენ გვჯერა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შესაძლებელია დამოუკიდებელი მედიის გაძლიერების და საზოგადოებისთვის სასარგებლო, ღია საკომუნიკაციო პოლიტიკის სტიმულირების გზით.
პოზიციის დასახელება: ჟურნალისტი
კონტრაქტის ტიპი: ფრილანსერის ხელშეკრულება
სამუშაოს დაწყების და დამთავრების თარიღები: 2013 წ. 20 ოქტომბერი - 2014 წ. 31 მარტი
ძირითადი მოვალეობები
- თვეში ერთხელ მოამზადოს 7 წუთიანი სიუჟეტი/ფილმი/ფიჩერზი სამხრეთ კავკასიის მედიაში კონფლიქტების გაშუქების საკითხებზე პროექტი „კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში"-ს ფარგლებში;
- ითანამშრომლოს პროექტის გუნდთან და დროულად მიაწოდოს პროექტის და წარმოების მენეჯერებს ფილმის იდეები და მომზადებული მასალები;
- უპირატესობა მიენიჭებათ ახალგაზრდა ფილმის ავტორებს.
აუცილებელი მოთხოვნები
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება 5-7 წუთიანი ფილმების მომზადებაში;
- სასურველია სამუშაო ან თანამშრომლობის გამოცდილება მედია მენეჯმენტის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
- სამხრეთ კავკასიის რეგიონის მედიის კონტექსტის ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
- პუნქტუალობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე (გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება) ელექტრონულ მისამართზე: nana.gamkrelidze@internews.ge
განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 2013 წლის 15 ოქტომბერი, 07:00 PM
წყარო:media.ge