en
ge

ღია კარის საგრანტო პროგრამა

"USAID" სამართლის უზენაესობის პროგრამა არის ხუთწლიანი (2022-2026) პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI). პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

ღია კარის საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული ჯგუფების პროექტებს, რომლებიც მართლმსაჯულების გამოწვევების ინოვაციური გადაწყვეტის გზებს შეიცავს. პროგრამა მიესალმება ადგილობრივ ინიციატივებსა და მიდგომებს, რომლებიც ეფუძნება "საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების" პრინციპებს.

წყარო: jobs.ge