en
ge

სალექციო კურსი: სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა

"კავკასიურმა სახლმა" დაიწყო განაცხადების მიღება სალექციო კურსში "სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა" მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის შინაარსი:

"კავკასიური სახლი" საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "International Alert"-თან ერთად ახორციელებს პროექტს "ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა". პროექტის მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამი სამდღიანი სემინარი.

სემინარები ჩატარდება დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში.

სემინარების ციკლის გავლის შემდეგ წარმატებულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი კონფლიქტების ანალიზსა და მშვიდობის მშენებლობაში. პროექტის დასკვნით ეტაპზე შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიურ ახალგაზრდულ დიალოგსა და სასწავლო ვიზიტში, რომელიც გაიმართება საზღვარგარეთ.

წყარო: jobs.ge