en
ge

პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა, დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარების მიზნით, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას. საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი (IESC)-ის მიერ განხორციელებული პროგრამა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დაეხმარება სამუშაოს მაძიებლებს, რათა მათ განივითარონ ზრდადი ეკონომიკის სექტორებში დასაქმებისთვის საჭირო უნარები და შესაძლებლობები.

პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი ინტერვენციები:

  • კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის.
  • პროფესიული პროგრამების შემუშავება ან გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად.
  • პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის.

ამჟამად, USAID-ის პროგრამა - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს: RFA # 009-C1-002-2022- "პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირება დარგობრივი უნარების ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობით".

წყარო: jobs.ge