სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორის პოზიციაზე.
ამ პროგრამის მიზანია სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებზე დამყარებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის შექმნის ხელშეწყობა.
პროგრამის დირექტორი, დირექტორთა საბჭოსთან ერთად, პასუხისმგებელია ორგანიზაციის სტრატეგიულ ხელმძღვანელობაზე, მის სათანადო ფუნქციონირებასა და ორგანიზაციის მუდმივ, სტაბილურ განვითარებაზე. გარდა ორგანიზაციულ მართვაში მონაწილეობისა, ის ხელმძღვანელობს შესაბამის პროგრამულ მიმართულებას, უზრუნველყოფს მის წარმომადგენლობას, ეფექტიან მართვას და მდგრად განვითარებას.
წყარო: jobs.ge