"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის მისიაა ნებისმიერი ადამიანისთვის შეიქმნას თანაბარი პირობები პოტენციალის გამოსავლენად და მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ამისათვის, კოალიცია ცდილობს აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება და მასში დამკვიდრებული ტრადიციული მიდგომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისადმი და ჩაანაცვლოს ისინი თანამედროვე მიდგომებით, რაც გულისხმობს: შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება, ფიზიკური გარემო, კანონმდებლობა და არა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცალკეული ადამიანი.
კოალიცია, აგრეთვე მხარს უჭერს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციურ განვითარებას, რომელთა საქმიანობაც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი სამოქალაქო უფლებებისა და შესაძლებლობების დაცვასა და მომსახურებაზე.
დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის გვერდზე...
განცხადების სათაური: ტენდერი კვლევითი მომსახურების შესყიდვაზე.
წყარო: jobs.ge