გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი აცხადებს კონკურსს გურიის რეგიონში მოქმედი სკოლებისათვის (საჯარო და არასაჯარო) დოკუმენტური ფილმების მოსამზადებლად ყოფილი პატიმრებისა და პირობითმსჯავრდებულების რესოციალიზაციის საკითხებზე.
კონკურსის მიზანი
შეიქმნას 10 წუთიანი დოკუმენტური ფილმი ყოფილი პატიმრებისა და პირობითმსჯავრდებულების რესოციალიზაციის თემატიკაზე, რომლის ჩვენებაც გამიზნულია ფართო საზოგადოებისათვის. ფილმი უნდა ასახავდეს მოზარდების ხედვას ყოფილი პატიმრებისა და პირობითმსჯავრდებულების რესოციალიზაციის საკითხებზე.
ფილმის მომზადების პირობები და ვადები
ფილმის მომზადება უნდა მოხდეს უშუალოდ მონაწილე სკოლების მოსწავლეების მიერ, შინაარსობრივ და თემატურ საკითხებში მოზრდილების ჩარევის გარეშე (ასეთის შემჩნევის შემთხვევაში ფილმი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს და არ შეფასდება). კონკურსში მონაწილე ფილმები უნდა იყოს მხოლოდ მონაწილე სკოლის ნამუშევარი და ნებისმიერი პლაგიატობა შეიძლება გახდეს ფილმის დისკვალიფიკაციის მიზეზი.
ფილმის მომზადებისთვის გათვალისწინებულია პერიოდი 2012 წლის 15 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.
მონაწილე სკოლებმა 2013 წლის 30 ნოემბრის 16:00-მდე ქვემოთ მოცემულ მისამართზე უნდა მოგვაწოდონ DVD ფორმატში ჩაწერილი ფილმი, კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილის გამომხატველი თანმხლები წერილითურთ.
კომპეტენტური ჟიური მოახდენს ფილმების შეფასებასა და გამოვლინდებიან I და II ადგილის მფლობელები. გამარჯვებული სკოლები მიიღებენ ჯილდოებს.
კონკურსი ტარდება პროექტის - „პირობითმსჯავრდებული ახალგაზრდებისა და არასრულწლოვნების რესოციალიზაციის ხელშეწყობა გურიის რეგიონში" - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირთან პარტნიორობით.
საკონტაქტო მისამართი:
გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
ოზურგეთი, რუსთაველის ქ. #4 მეორე სართული (კინოს გვერდით)
ტელ: 599 156384; ელ.ფოსტა: gyrc.info@gmail.com
წყარო: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი