"საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი" (OSGF) აცხადებს კონკურსს პროექტის: "სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და იწვევს დაინტერესებულ პირებს/ორგანიზაციებს 3-ეტაპიან კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგი მიზნად ისახავს: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მისცეს შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა სამართალდამცავი ორგანოების, საგანმანათლებლო სისტემის და შესაბამისი პერსონალის შესაძლებლობების განვითარების, ჯანდაცვის სერვის პროვაიდერების და ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით, ნივთიერების ავადმოხმარების პრევენციის სტრატეგიების და ინტერვენციის მექანიზმების, ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის და პოლიტიკის ცვლილების ადვოკატირების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თემატური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებით; ასევე პროექტის ფინანსური და პროექტული მართვის შესახებ.
პირველი ეტაპის ტრენინგის დასრულებისთანავე მონაწილეებისათვის გამოცხადდება მცირე გრანტების პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეებს განახორციელონ მცირე ბიუჯეტიანი (10 000- 30 000 აშშ დოლარის ფარგლებში) და მოკლევადიანი პროექტები ზიანის შემცირების და ნარკოპოლიტიკის სფეროში.
წყარო: jobs.ge