en
ge

ტენდერი ტრენინგების ჩატარებაზე უკრაინის მოქალაქეებისთვის

პროექტი: უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა საქართველოში მათი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

აქტივობა: ტრენინგები უკრაინელი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ ბიზნესის დაწყება საქართველოში.

სამუშაო აღწერილობა:

ზოგადი ინფორმაცია:

"ქეა კავკასია", "ქეა ამერიკის" ფინინსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა საქართველოში მათი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად".

პროექტის მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ უკრაინის მოქალაქეების ხელშეწყობა ბიზნესის მართვის უნარ-ჩვევების განვითარების გზით და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება მცირე ბიზნეს გრანტების გაცემა კონფლიქტით დაზარალებული უკრაინელებისთვის, ვისაც ბიზნესის წამოწყების ან განვითარების სურვილი აქვს.

წყარო: jobs.ge