საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს თბილისში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გაუწიოს მოსახლეობას სამართლებრივი დახმარება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტებთან მიმართებით;
** განახორციელოს საქმეების მოძიება, მომზადება და წარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
კვალიფიკაცია:
** სამართალმცოდნეობის ან სხვა თანაბარი ძალის მქონე ხარისხი;
** ქართულისა და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერა და საუბარი) და სასურველია რუსული ენის ცოდნაც;
** შესაბამისი გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა;
** კოლეგიალობა, ადამიანებთან ურთიერთობის და წერის კარგი უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ:
** ავტობიოგრაფია (CV)
** დიპლომის ასლი;
** სამოტივაციო წერილი.
ანაზღაურება დამოკიდებულია კადრის გამოცდილებაზე.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 23 ოქტომბერი.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისათვის შერჩეულ კანდიდატებს. არასრულად ან ელ.ფოსტით გამოგზავნილი დოკუმენტები განსახილველად არ მიიღება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
კახიძის ქ. 15. (კრილოვის ქ.15)
ტელ: 93 61 01, 95 23 53
საკონტაქტო პირები: ანა ტაბიძე და თამარ აბაზაძე
წყარო:jobs.ge