en
ge

საგრანტო კონკურსი „მწვანე გარემო“

CENN, საქართველოს რეგიონების სკოლებისთვის, აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს თემაზე: „ჩვენი მწვანე გარემო", რომლის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონების სკოლების ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია საჯარო სკოლების სივრცეში მწვანე ინფრასტრუქტურის შექმნისკენ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო სკოლებს, ასევე სკოლის ბაზაზე შექმნილ ეკოკლუბებს.
მაქსიმალური საგრანტო თანხა შეადგეს 1,200 ლარს.
პროექტის განხორციელების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.
საპროექტო განაცხადები (განაცხადის ფორმა) მიიღება 2013 წლის 1 ნოემბრამდე.
გრანტის გაიცემა CENN–ისა და თბილისის აეროპორტში ტყეების გადარჩენის მიზნით დადგმულ საქველმოქმედო ყუთში შეგროვებული თანხიდან.
საპროექტო განცხადები ელექტრონული ფორმით უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
nino.gaprindashvili@cenn.org
წყარო: ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი