"ASB საქართველო" და ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა" ფარგლებში ქალთა პროფესიული გაძლიერების მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები ქალებისათვის.
პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.
პროექტი ითვალისწინებს: გენდერული ნიშნით ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.
კონკურსის მიზანია: ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ დასაქმებისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
წყარო: jobs.ge