სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) პური მსოფლიოსთვის (Bread for the World) მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამაზე „საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის.“
კურსი განკუთვნილია საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის, სტუდენტებისთვის, საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის. სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.
კურსის ხელმძღვანელია ლიზი სოფრომაძე GIPA-ს ლექტორი, რეგიონის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 ნოემბერი, 2022
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი