en
ge

მიღება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაზე

საქართველოს გაეროს ასოციაცია აცხადებს მონაწილეების მიღებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაზე.

პროექტის მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ სამიზნე რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება და მათი შესაძლებლობების გაზრდა.

პროექტის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან ტრენინგებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაზისურ საკითხებზე: გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის, ზოონოზური ინფექციების საფრთხეების, ბავშვთა ინფექციების, ვაქცინაციის, ჰიგიენის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, დამოკიდებულებების, თამბაქოს კონტროლის, ანტიმიკრობული რეზისტენტობის და სხვა საკითხების გარშემო და ინტერესების შესაბამისად, გადანაწილდებიან სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით.

ვის შეუძლია გახდეს მოხალისე?

პროექტში მონაწილეობის მიღება სამედიცინო მიმართულების სტუდენტებს შეუძლიათ, რომელებიც გაივლიან შერჩევის ეტაპებს (სარეგისტრაციო ფორმის შევსება, გასაუბრება) და 1 წლის განმავლობაში იმუშავებენ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.

სარეგისტრაციო ფორმა...

შევსების ვადა: 9 ნოემბერი, 18:00 საათი

გასაუბრება: 14-16 ნოემბერი

პროგრამის დაიწყება იგეგმება დეკემბრის პირველ ნახევარში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში