en
ge

მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ონლაინ სასერტიფიკატო კურსი

CENN და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ეს წალკაა" ფარგლებში გიწვევთ მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ონლაინ სასერტიფიკატო კურსზე.

კურსის მიზანია ახალგაზრდებში ახალი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა და მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.

SDG 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად.

ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის ასევე - კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

SDG მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს.

რას ისწავლით კურსის ფარგლებში?

სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მდგრადი განვითარების მიზნებს და მათ მნიშვნელობას.

სასერტიფიკატო კურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 2022 წლის 4 ნოემბრამდე შემდეგ ბმულზე...

კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში