en
ge

პრაქტიკული ონლაინ კურსი - “მონაცემების დამუშავების სასერტიფიკატო კურსი აქტიური მოქალაქეებისთვის”

თუ გაინტერესებთ მონაცემებთან მუშაობა, გსურთ გაიგოთ, როგორ მოიძიოთ, დაამუშაოთ და გააანალიზოთ შეგროვებული მაჩვენებლები, შექმნათ დასამახსოვრებელი, მარტივად გასაგები და გამორჩეული მონაცემთა ვიზუალიზაცია, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) იწვევს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და მოტივირებულ ახალგაზრდებს სალექციო და პრაქტიკულ ონლაინ კურსზე - “მონაცემების დამუშავების სასერტიფიკატო კურსი აქტიური მოქალაქეებისთვის”.

კურსი ტარდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის „ACTION - სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC ) ფინანსური მხარდაჭერით.

სალექციო კურსში მონაწილეობისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალირ ქსელში