en
ge

ინოვაციების საგრანტო კონკურსი კერძო სექტორისათვის

"USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა", რომელსაც ახორციელებს "PH International - საქართველო", აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ინოვაციების ფონდის ფარგლებში აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს კერძო სექტორისთვის.

საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს კერძო სექტორის მიერ ისეთი პროექტების განხორციელებას/ისეთი პროდუქტის შექმნას, რომლებიც გააძლიერებს ან განავითარებს სასკოლო საზოგადოებაში დემოკრატიულ კულტურას და სამოქალაქო პროცესებში მათ მონაწილეობას. განმცხადებლებს, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, შეუძლიათ წარმოადგინონ მათ საქმიანობაზე მორგებული პროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, პასუხობს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზნებს, ხოლო, მეორე მხრივ, თანხვედრაშია განმცხადებლის ბიზნეს ინტერესებთან ან კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან.

წყარო: jobs.ge