USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საგრანტო პროგრამის ახალ რაუნდს, რომლის მიზანია სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვების მონაწილეებს შორის ბიზნეს-კავშირების გაუმჯობესების ხელშეწყობა, და მათი ცნობიერების ამაღლება პროგრამის ინიციატივების ტექნიკურ მიმართულებებზე (სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მართვის მენეჯმენტი), რაც თავის მხრივ დაეხმარება ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერებას და მათ მდგრად განვითარებას. ორგანიზაციის ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების გრანტები გაიცემა და განხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების ადმინისტრირების შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
თემა: სოფლის მეურნეობის სექტორის აქტორებს შორის ბიზნეს-კავშირების გაუმჯობესების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის მენეჯმენტზე.
წყარო: jobs.ge