en
ge

ტრენინგი - ციფრული უსაფრთხოება და ეთიკური მედიაგაშუქება

"ქალები საერთო მომავლისთვის საქართველო" ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევს გენდერულად მგრძნობიარე და ინკლუზიური საზოგადოების შენების პროცესში.

სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, ორგანიზაცია ატარებს ტრენინგებს ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ეთიკური მედია გაშუქების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

გარდა ამისა, ორგანიზაცია უკვე მეორე წელია ატარებს მედია დაჯილდოებას, #მედიათანასწორობისთვის ეთიკური, ინკლუზიური, გენდერულად მგრძნობიარე მედია ნამუშევრების წახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით. მომავალი ჟურნალისტებში ეთიკური მედია გაშუქების მნიშვნელობის გასააზრებლად, საკონკურსო 6 კატეგორიიდან ერთ-ერთი სწორედ "საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტია".

28 და 29 ნოემბერს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ან მომიჯნავე ფაკულტეტების სტუდენტებს ორგანიზაცია 2 დღიან ონლაინ ტრენინგზე იწვევს, სადაც საუბარი შეეხება შემდეგ საკითხებს:

  • რატომაა მნიშვნელოვანი გენდერული და ლგბტქი საკითხების სწორად გაშუქება და რა როლი აქვს მედიას ძალადობის პრევენციაში?
  • რას ნიშნავს გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება და რამდენად დანერგილია ეს პრაქტიკა ქართულ მედიაში? ყველაზე ხშირად რა პრობლემებს ვაწყდებით?
  • ქალთა მიმართ ძალადობის და ფემიციდის ეთიკური გაშუქება
  • კიბერ უსაფრთხოების პრაქტიკული კურსი მედიისთვის

წყარო: jobs.ge