ჯორჯ მეისონის ჰუმანიტარულ კვლევათა ინსტიტუტი (Institute for Human Studies at George Mason University, IHS) სთავაზობს სტაჟირების პროგრამას ახალგაზრდა ჟურნალისტებს, მწერლებს, ასევე მედიაკომპანიებსა და არამომგებიან გამოცემებში კომუნიკაციის სპეციალისტებს. სტაჟირების ამოცანაა პიროვნების თავისუფლების, თავისუფალი ბაზრის და მშვიდობის ხელშეწყობა. რვა კვირის განმავლობაში სტაჟიორები იმუშავებენ გაზეთებში, რადიოსადგურებში, ახალი მედიის ორგანიზაციებში ან ახალი ამბების მწარმოებელ არამომგებიან მედიასაშუალებებში, გამოცდილი ჟურნალისტებისა და რედაქტორების ხელმძღვანელობით. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს დასაქმებაში დაეხმარებიან.