არასამთავრობო ორგანიზაცია "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" (EDEC) 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლების და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.
"განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" USAID-ის პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს სხვადასხვა კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის შესყიდვის მიზნით და იწვევს ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ტენდერში მონაწილეობისთვის.
წყარო: jobs.ge