ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს საპროექტო განაცხადის აბსტრაქტების მიღებას აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) 2023 წლის კონკურსში. გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ დეტალები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა AFCP-ის მეშვეობით სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებს სამი მიმართულებით:
- კულტურული ძეგლები – როგორიცაა, ისტორიული შენობები, არქეოლოგიური ობიექტები და არამხოლოდ;
- კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები – მუზეუმიდან, ისტორიულ-კულტურული ადგილებიდან ან მსგავსი დაწესებულებებიდან- მაგალითად: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები (ობიექტები), ნახატები, სკულპტურები, ხელნაწერები, და ზოგადი სამუზეუმო ექსპონატების კონსერვაციის საჭიროება;
- ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის ფორმები – როგორიცაა ტრადიციული მუსიკა, ადგილობრივი ენები, ტრადიციული რეწვის სახეობები.
წყარო: ge.usembassy.gov