სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ – ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.
საგრანტო კონკურსის მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ნდობისა და ლეგიტიმურობის ხარისხის გაზრდას და ორგანიზაციულ განვითარებას საყოველთაოდ აღიარებული ანგარიშვალდებულებისა, გამჭვირვალობის და კარგი მმართველობის სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვის გზით. რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას, ორგანიზაციული საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვას და პროცესების ინკლუზიურობას.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 12 დეკემბერი 18:00სთ.
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი