კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" "მერების შეთანხმების გაძლიერების მოდელი საქართველოსა და უკრაინისთვის: სამოდელო გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის" (CoM Grant)- პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევრო კომისიის მიერ და თანადაფინანსებულია კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"-ს, ასოციაცია "უკრაინის ენერგოეფექტური ქალაქებთან" პარტნიორობით, აცხადებს მომსახურების შესყიდვას ენერგო მოხმარების კვლევაზე თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი შენობებისთვის.
ტექნიკური დავალება (ToR) ენერგო მოხმარების კვლევისთვის.
პროექტის დასახელება:
"მერების შეთანხმების გაძლიერების მოდელი უკრაინისა და საქართველოსთვის: სამოდელო გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის".
კონტრაქტის ტიპი: კონტრაქტი სამუშაოს შესრულებაზე (მომსახურება)
ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, თვითმართველი ქალაქი რუსთავი
სამუშაოს შესრულების ვადა: კონტრაქის ხელმოწერის დღიდან სამი (3) კალენდარული თვე
პროექტი CoM Grant-ის მიზანია დაეხმაროს უკრაინისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობებს (გრძელვადიან პერსეპქტივაში, კი აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებს) გააუმჯობესონ მათი ენერგეტიკული უსაფრთხოება, შეამცირონ დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე და სათბური აირების ემისიები, შედეგად კი გააუმჯობესონ საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების დონე. პროექტი თანადაფინანსებულია ევრო კავშირის მიერ.
პროექტის ამოცანებია:
** უზუნველყოს საქართველოსა და უკრაინის თვითმმართველ ქალაქები და მუნიციპალიტეტები შესაბამისი ინფორმაციებითა და ტექნიკური დახმარებით, რათა აქტიურად ჩაერთონ მერების შეთანხმების პროცესში;
** დაეხმაროს საქართველოსა და უკრაინის საპილოტე ქალაქებს "მერების შეთანხმებით" გათვალისწინებული ვალდებულებების - მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის (SEAP) შემუშავებისა და განხორციელებაში.
პროექტი ხორციელდება პარტნიორ ქალაქებში - კამენეც-პოდილსკში (უკრაინა)და რუსთავი (საქართველო) აგრეთვე, კონკურსის საუფძველზე შერჩეულ საპილოტე ქალაქებში: ნოვოვოლინსკი, ალჩევსკი (უკრაინა) და გორი (საქართველო).
ენერგო მოხმარების კვლევის მიზანი:
ენერგომოხმარების კვლევის (Energy Usage Study) მიზანია პროექტის საპილოტე ქალაქების საზოგადოებრივი(მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული)შენობების ენერგოეფექტურობის პოტენციალის შესწავლა და საზოგადოებრივი შენობებისთვის თერმომოდერნიზაციის კომპლექსური პროგრამის შემუშავება.
დავალება:
ენერგომოხმარების კვლევა მოიცავს შემდეგ დავალებებს:
** საზოგადოებრივი შენობებისთვის (ადგილობრივი ბიუჯეტის ბალანსზე არსებული) ენერგომოხმარების მონაცემების მოძიება/შეგროვება და ანალიზი;
** საზოგადოებრივი შენობების (ადგილობრივი ბიუჯეტის ბალანსზე არსებული) თერმო-მოდერნიზაციის კომპლექსური პროგრამის შემუშვება - ენერგოეფექტურობის ამაღლების, ენერგო რესურსების მოხმარებისა და სათბური აირების შემცირების მიზნით.
სამუშაოს აღწერილობა (თითოეული ქალაქისთვის):
** საზოგადოებრივი (ადგილობრივ ბალანსზე არსებული) შენობების შესახებ მონაცემების მოძიება;
** საბიუჯეტო დაწესებულებებში ენერგო რესურსების რეალური მოხმარების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება (სულ მცირე გასული 2 წლის ინფორმაცია);
** საზოგადოებრივი შენობების ტექნიკური მონაცემების შესახებ კითხვარების მომზადება და შევსება;
** მონაცემთა ბაზის შექმნა (მიღებული მონაცემების სისტემატიზაცია);
** საზოგადოებრივი შენობების ტექნიკური მონაცემების ანალიზი (ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე არსებული);
** ენერგო რესურსების მოხმარების შესახებ მონაცემების ანალიზი ბუნებრივ/ნატურალურ მაჩვენებლებში, ფინანსურ მაჩვენებლებში და კუთრი მოხმარება);
** კომპლექსური შეფასების საფუძველზე ხუთი (5) ყველაზე არაფექტური შენობის შერჩევა;
** შერჩეული 5 შენობის მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების დეტალური ანალიზი;
** შერჩეული 5 შენობის შემომზღუდავი კონსტრუქციების თბო-ენერგეტიკული ანალიზი;
** შერჩეული 5 შენობის საინჟინრო სისტემების (ვენტილაცია, გათბობა გაგრილების და ა.შ. სისტემები) ანალიზი;
** შერჩეული 5 შენობისთვის ტიპიური ენერგოეფექტური ღონისძიებების პაკეტის შემუშავება და ენერგიის დაზოგვის პოტენციალის განსაზღვრა/შეფასება;
** შემოთავაზებული ენერგოეფექტური ღონისძიებების ტექნიკური და ეკონომიკური ეფექტურობის გასაზღვრა/იდენტიფიცირება;
** შემოთავაზებული ენერგოეფეტური ღონისძიებებიდან გარემოსდაცვითი სარგებელის განსაზღვრა/იდენტიფიცირება ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით;
** შერჩეული შენობებისთვის მოძიებული მონაცემების ანალიზისა და გამოთვლების საფუძველზე თერმომოდერნიზაციის პროგრამის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები:
** საპილოტე ქალაქების საზოგადოებრივ შენობებში ენერგო რესურსების ფაქტიური მოხმარების ანალიზი.
** საზოგადოებრივ შენობებში ტიპიური ენერგოეფექტური ღონისძიებების კომპლექსური დანერგვისა და სათბური ემისიების შემცირების პროგრამა.
საპროექტო ობიექტების ადგილმდებარეობა:
** გორის მუნიციპალიტეტი და თვითმართველი ქალაქი რუსთავი.
** მგზავრობა საპროექტო ქალაქებში (რუსთავი/გორი) პროექტის ფარგლებში არ ანაზღაურდება.
** ანგარიში და მასალები: უნდა მომზადდეს ინგლისურ ენაზე ელექტრონულ ფორმატში (MS Word-ი, ცხრილები MS Excel-ი).
პასუხისმგებლობა და ანგარიშგება:
მოსახურეობის მომწოდებელი ვალდებულია:
** უზრუნველყოს სამუშაო დავალების (TOR) და ხელშეკრულების მოთხოვნათა უპირობო, დროული და ხარისხიანი შესრულება;
** სამუშოების დაწყებამდე შეიმუშავოს და წერილობით შეათანხმოს CoM Grant-ის პროექტის მენეჯეთან სამუშაოთა შესრულების ვადები;
** 2 კვირაში ერთხელ წარუდგინოს პროექტის მენეჯერს მოკლე წერილობითი ანგარიშები მიმდინარე საქმიანობებისა და განხორციელებული პროგრესის შესახებ;
** მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომსახურეობის მომწოდებელი (კომპენტენცია და გამოცდილება, არა ნაკლებ სამწლიანი გამოცდილება ენერგომოხმარების/ენერგოდაზოგვის კვლევის მომზადებაზე).
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
** ინტერესის გამოხატვის წერილი (Letter of interest);
** აპლიკანტის ავტობიოგრაფია (CV) ან კომპანიის პროფილი ექსპერტთა ავტობიოგრაფიასთან ერთად;
** ბოლო პერიოდში განხორციელებული ანალოგიური პროექტების სია;
** ანალოგიური სამუშაო(ები)ს ანგარიშ(ებ)ის ასლები (ბეჭდვითი ან ელექტრონული ფორმით).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი გვერდები: http://eecu-comogrant.org.ua http://www.eecgeo.org
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები შემდეგ მისამართზე: e_gvil@eecgeo.org არა უგვიანეს 2013 წლის 25 ოქტომბრისა. წერილის თემის ველში გთხოვთ მიუთითოთ: "Energy Usage Study -CoM Grant Project".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკაშირდით შემდეგ მისამრთზე.
"ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"
ტელ.ფაქსი: +995 32 2 24 2541; +995 32 224 2542
მისამართი: დ.გამრეკელის ქ 19 ოფისი 611
პროექტის მენეჯერი: ელენე გვილავა
წყარო:jobs.ge