"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, აცხადებს ზამთრის სკოლის "კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების" მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს.
- სად და როდის გაიმართება სკოლა?
ზამთრის სკოლა ჩატარდება 2022 წლის 10-15 დეკემბრის პერიოდში, გუდაურში, სასტუმრო მარკო პოლოში. IDFI სრულად დაფარავს ზამთრის სკოლის ხარჯებს.
დარგის ექსპერტები, სკოლის ფარგლებში, განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
- კონსტიტუციონალიზმი: ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ადამიანის უფლებები;
- ადამიანის უფლებათა დაცვის საზედამხედველო დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტრუმენტები;
- ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოები: სამართლიანი სასამართლოს უფლება;
- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, პერსონალური მონაცემები და გამოხატვის თავისუფლება;
- მედიის თავისუფლება საქართველოში: პრაქტიკული და სამართლებრივი გამოწვევები;
- ფარული ელექტრონული თვალთვალის ტექნიკური და სამართლებრივი სისტემა საქართველოში.
წყარო: jobs.ge