en
ge

კონკურსი ექსპერტებისთვის ნარატიული მასალების შექმნის შესახებ

"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" (GCSD), ღია საზოგადოება საქართველოს ფონდთან (OSGF) პარტნიორობით ახორციელებს პროექტს "მულტიკულტურული განათლების ხელშეწყობა საქართველოს სკოლებში", რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ცოდნის გაზრდის გზით მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობასა და ინკლუზიური საზოგადოების შექმნას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, GCSD აცხადებს კონკურსს ექსპერტის/ექსპერტების ჯგუფის შესარჩევად, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ (სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, მუსლიმები, კათოლიკეები და საქართველოში მცხოვრები სხვა მცირე ჯგუფები) მოამზადებს ნარატიულ მასალებს, რომელიც აღწერს აღნიშნული ჯგუფების და მათი ცალკეული წარმომადგენლების მოღვაწეობას და მიმოიხილავს მათ წვლილსა და დამსახურებას სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ნარატიული მასალები განკუთვნილი უნდა იყოს საბაზო სასკოლო საფეხურის მოსწავლეებისათვის (VII - IX კლასები).

წყარო: jobs.ge