en
ge

პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია"

დემოკრატ მესხთა კავშირი, იწყებს USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია".

პროგრამა ითვალისწინებს ახალაგზრდული ცენტრის ჩამოყალიბებას 14-29 წლის ახალგაზრდების ჩართულობით ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

პროგრამის ფარგლებში იგეგმება შემდეგი ძირითადი მიმართულებების გამოყოფა:

  • ახალგაზრდული ცენტრის ეკონომიკური ინტეგრაცია;
  • საკვანძო კომპეტენციებისა & სასიცოცხლო უნარების განვითარება;
  • ტოლერანტობის, ინკლუზიურობისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა;
  • ამერიკული და დასავლური განათლების შესახებ ინფორმირება;

აღნიშნული მიზნების მისაღწევად პროგრამა გამოიყენებს მომდევნო ინსტრუმენტებს (და არამარტო):

  • ქვე-კლუბები;
  • მობილური ჯგუფები;
  • სამუშაოსთვის მზადების ტრენინგი;
  • მიკრო გრანტები;
  • გაცვლითი პროგრამები;
  • თემატური ახალგაზრდული პროგრამები

თუ გაქვთ სურვილი, იყოთ ახალგაზრდულ ცენტრის წევრი და განვითარდეთ აღნიშნული მიმარულებები, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია...

პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID - US Agency for International Development USAID/Georgia) ფინანსური მხარდაჭერით.

ახალციხის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა დემოკრატ მესხთა კავშირი.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში