ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. ასოციაციის შემოსავლის წყარო არის გრანტები, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, სოციალური მეწარმეობა, შემოწირულობები.
ამჟამად, ასოციაცია "ანიკა" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს სამწლიან პროექტს "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის", რომლის ფარგლებშიც იგეგმება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ხანგრძლივობის შეხვედრების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებებისათვის ორგანიზაციას ესაჭიროება ადაპტირებული სასტუმრო, საკონფერენციო და კვებითი მომსახურება.
ასოციაცია "ანიკა" აცხადებს ღია ტენდერს საკონფერენციო და კვებითი მომსახურების შესყიდვაზე.
წყარო: jobs.ge