en
ge

ძირითადი მზრუნველი/ დედობილი, მამობილი - რუსთავი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: პარტნიორობა ბავშვებისთვის
  • დაწყების თარიღი: 15.10.2013
  • ბოლო ვადა: 31.10.2013
  • ბმული: http://www.jobs.ge/64215/
ორგანიზაცია "პარტნიორობა ბავშვებისთვის" აცხადებს კონკურსს მცირე საოჯახო ტიპის სახლის ძირითადი მზრუნველების (დედობილ/მამობილი) ვაკანსიაზე რუსთავში.
მომსახურების აღწერა:
მცირე საოჯახო ტიპის სახლი წარმოადგენს ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებას, რომლის მიზანია ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვები უზრუნველყოს საჭირო ზრუნვით. ბავშვები ცხოვრობენ სახლში, სადაც მათზე მშობლის მსგავს ზრუნვას ახორციელებს ორი ძირითადი (დედობილ/მამობილი) და ორი ჩამნაცვლებელი (დეიდა/ბიძა) მზრუნველი.
სახლი ზრუნავს 8 ბავშვის (ასაკი 6-დან 18 წლამდე) ოჯახურ გარემოში აღზრდასა და განვითარებაზე. ასევე, იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დამოუკიდებელ ცხოვრებას საზოგადოებაში.
დედობილი და მამობილი კვირის განმავლობაში ახორციელებენ ბავშვებზე ზრუნვას, ხოლო შაბათ-კვირას მათ ცვლიან ჩამნაცვლებელი აღმზრდელები - დეიდა და/ან ბიძა.
მზრუნველთა ძირითად მოვალეობებს წარმოადგენს:
** ბავშვისათვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს შექმნა
** ბავშვის ღირსების, საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა
** ბავშვის ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა
** ბავშვზე ზრუნვა ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეთ შემდეგი კვალიფიკაცია:
** ბავშვებსა და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია უმაღლესი განათლება
** კარგი ორგანიზაციული, ხელმძღვანელობის, დროის მართვის, პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები
** კარგი კომუნიკაციის, კონფლიქტების გადაწყვეტის, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ძირითადი აღმზრდელების შემთხვევაში, შესაძლებლობა დასაქმდეს კვირაში 5 დღე 24 საათის განმავლობაში.
** მოტივაცია დაიცვან ბავშვთა უფლებები
** ბავშვზე ზრუნვის საკითხებში პროფესიული განვითარების კურსის წარმატებით გავლა (რომელსაც უზრუნველყოფს ორგანიზაცია "პარტნიორობა ბავშვებისთვის").
დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსება ადგილზე შეგიძლიათ შემდეგ მისამართებზე:
თბილისი, ი. აბაშიძის 37, მე-2 სადარბაზო, მე-3 სართული;
საკონტაქტო პირი: ია კლდიაშვილი
ტელ: 2 22 40 07; 2 91 32 74
წყარო:jobs.ge