en
ge

ბიზნესუნარებისა და მეწარმეობის ახალგაზრდული პროგრამა

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA Georgia) აცხადებს მონაწილეების მიღებას მედიაწიგნიერების ახალგაზრდულ პროგრამაზე.

პროექტის მიზანია მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის შესახებ სამიზნე რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება და მათი შესაძლებლობების გაზრდა.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე:

  • რა არის პროპაგანდა?
  • ყალბი სიახლეები და დეზინფორმაცია,
  • ფაქტების შემოწმება,
  • ფოტო-ვიდეო მანიპულაციის ამოცნობა,
  • ასევე, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სფეროს ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-25 წლის ახალგაზრდებს, რომელებიც გაივლიან შერჩევის ორსაფეხურიან პროცესს:

სარეგისტრაციო ფორმის შევსება...

განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 27 ნოემბერი, 18:00 საათი

გასაუბრება

შენიშვნა: გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა სააპლიკაციო განაცხადი ყველაზე მეტად შეესაბამება პროგრამის კრიტერიუმებს და ძირითად მიზნებს. გასაუბრებისთვის კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ინდივიდუალურად.

პროგრამის დაიწყების საორიენტაციო დროა მიმდინარე წლის დეკემბრის პირველი ნახევარი.

შერჩეულ მონაწილეებს ტრენინგის გავლის შემდეგ მომდევნო 1 წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ:

  • იმუშაონ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან,
  • შეავსონ საგრანტო განაცხადები,
  • გააზიარონ პროგრამაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება,
  • გაიარონ სტაჟირების პროგრამა.

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში