en
ge

საგრანტო კონკურსი

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებს საგრანტო კონკურს პროექტის "EU4Dialogue (კომპონენტი 2): კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში" ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს EU4Dialogue-ის უფრო ფართო პროგრამის მეორე კომპონენტს და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტით დაზარალებული თემების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობასა და ადამიანური უსაფრთხოების გაზრდას. საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდში მოწვეულნი არიან შესაბამისი ორგანიზაციები, რათა წარმოადგინონ საქართველოზე ორიენტირებული საგრანტო წინადადებები საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

წყარო: jobs.ge