en
ge

საგრანტო კონკურსი ახალბედა ან/და სათემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებენ საგრანტო კონკურსს ახალბედა ან/და სათემო სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის. კონკურსი ცხადდება EU-სა და UNDP-ს ერთობლივი პროექტის EU4Dialogue ფარგლებში.

საგრანტო კონკურსის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადები ყურადღებას უნდა ამახვილებდეს შემდეგ საკითხებზე: მშვიდობისა და ნდობის აღდგენა, გენდერული თანასწორობა, ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობა, სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.

საგრანტო განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 23 იანვარი, 2023

დამატებითი ინფორმაცია...

წყარო: procurement-notices.undp.org