„უფლებები საქართველო“, „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან“ პარტნიორობით, იწვევს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 25 წლის ჩათვლით ასაკის ეთნიკურად აზერბაიჯანელ, ოს და ქართველ ახალგაზრდებს ორდღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა...
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 27 ნოემბერი.
ტრენინგი იმართება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში