USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა არის ხუთწლიანი (2022-2026) პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI). პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს საპროექტო წინადადების კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მოქალაქეთა ჯგუფებისა და მედია ორგანიზაციების მიერ საქართველოს სასამართლო სისტემის მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დისკუსიების მხარდასაჭერად.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს...
წყარო: jobs.ge