en
ge

საგრანტო კონკურსი უფლებადამცველებისთვისა და აქტივისტებისთვის

საგრანტო კონკურსი უფლებადამცველებისთვისა და აქტივისტებისთვის: ფსიქო-სოციალური და ფიზიკური კეთილდღეობის მხარდაჭერა.

პროექტის შესახებ:

COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა პროექტის შესახებ:

"COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" არის რეგიონული პროექტი, რომელსაც ERIM (Equal Rights & Independent Media - ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT), ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში და მის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ აქტივისტების და დამოუკიდებელ მედიას.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მიმდინარე კონკურსი იწვევს უფლებადამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც სურთ გაიუმჯობესონ ფსიქო-სოციალური და ფიზიკური კეთილდღეობა.

ბოლო წლების მანძილზე, ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულმა ჰუმანიტარულმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისებმა უფლებადამცველებსა და აქტივისტებზეც იქონია გავლენა. რამდენიმე წელია, საქართველოში ეს ადამიანები მუდმივად ერთგვარ საგანგებო რეჟიმში საქმიანობენ, რათა ახალ გამოწვევებთან გამკლავება შეძლონ.

უფლებადამცველები და აქტივისტები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ქვეყნის დემოკრატიზაციასა და განვითარებაში, თუმცა სტრესი და პროფესიული "გადაწვა", განსაკუთრებით კი ასეთ კრიზისულ პერიოდებში, მათი საქმიანობის თანმდევი შედეგია. მუდმივი სტრესის ქვეშ ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ პროფესიული "გადაწვა" და ფსიქოლოგიური ტრავმა, არამედ ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს, რადგან სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანები ხშირად იღებენ ემოციურ გადაწყვეტილებებს.

თბილისის სახლის მიზანია, გააძლიეროს უფლებადამცველები და აქტივისტები და ხელი შეუწყოს კრიზისულ პერიოდში მათ ფსიქოსოციალურ და ფიზიკურ კეთილდღეობას. აუცილებელია, რომ ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, რათა მათ უკეთ შეძლონ საკუთარ ბენეფიციარებზე ზრუნვა და უფრო მეტი სიძლიერით გააგრძელონ ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ქვეყნისთვის, საკუთარი თემისთვის აკეთებენ.

წყარო: jobs.ge