„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში აცხადებს სასკოლო ინიციატივების კონკურსს პარტნიორი საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
კონკურსი მიზნად ისახავს სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერებას მოსწავლეებში საგანთა ინტეგრირებითა და პროექტული სწავლების დანერგვის გზით.
პროგრამის ფარგლებში, პროექტის მეორე ეტაპზე, დაფინანსდება 11 სასკოლო ინიციატივა.
თითოეული ინიციატივისთვის გასაცემი გრანტის მოცულობაა 400 ევროს ექვივალენტი ლარში.
საკონკურსო დებულების გასაცნობად, გთხოვთ, გახსნათ ბმული:
გურიის რეგიონის პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის...
ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის...
საპროექტო განაცხადი იხილეთ შემდეგ ბმულზე...
პროექტი „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.