en
ge

ტრენინგი: „ლგბტქი თემისა და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები და მათთან ეფექტური სოციალური მუშაობის მიდგომები“

გაეროს განვითარების პროგრამა იწვევს სოციალურ მუშაკებს არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებიდან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციების სოციალურ მუშაკებს, რომელთა საქმიანობა ლგბტქი თემისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას უკავშირდება.

11-12 დეკემბერი: ტრენინგი სოციალური მუშაკებისთვის ლგბტქი სათემო ორგანიზაციებიდან.

12-13 დეკემბერი:  ტრენინგი სოციალური მუშაკებისთვის ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სათემო ორგანიზაციებიდან.

სავარაუდო ლოკაცია: ბორჯომი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 5 დეკემბერი, 18:00 საათი.

რეგისტრაცია...

ტრენინგი ხორციელდება „გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში შვედეთის მხარდაჭერით.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში