en
ge

ბიზნეს ინგლისურის შვიდთვენახევრიანი კურსი 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის

USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, PH International-თან პარტნიორობით იწყება ბიზნეს ინგლისურის 7½ თვიან კურსი 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის.

კურსის მიზანია განავითაროს პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების ენობრივი კომპეტენციები სამეწარმეო და ბიზნეს მიმართულებით. 

ინგლისური ენის კურსი ითვალისწინებს 120-საათიან ინსტრუქტაჟს პროფესიულ ინგლისურში, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს ინგლისურის შესწავლაზე და მოიცავს სწავლებას საქართველოში დამწყები ბიზნესის ძირითად მოთხოვნებზე, ბიზნეს გეგმის შემუშავების საწყისებზე, სოციალური მედიის გამოყენებაზე მარკეტინგული მიზნებისთვის და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. 

ინგლისური ენის კურსი დაიწყება 2022 წლის დეკემბრიდან. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ, 2 საათის განმავლობაში.

ენის კურსს წარუძღვებიან გამოცდილი და კვალიფიციური ტრენერები.   

ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე, კონკურსის საფუძველზე, შეირჩევა ყველა ლოკაციაზე 20 მონაწილე.  

პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს მოეთხოვებათ, დაესწრონ გაკვეთილების 70%-ს მაინც და მათი ყოველთვიური შეფასება არ უნდა იყოს 7 ქულაზე დაბალი (შეფასების 10 ქულიანი სისტემის მიხედვით). გაცდენების შემთხვევაში მონაწილე ჩანაცვლდება სარეზერვო კანდიდატით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია რეგიონის მიხედვით: 

თბილისი...

მარნეული...

ახალქალაქი...

აპლიკაცების გამოგზავნის ბოლო ვადა: 11 დეკემბერი, 23:00 საათი.

USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: საქართველოს გაეროს ასოციაციის გვერდი სოციალურ ქსელში