en
ge

კონკურსი სოციალური მედია/ედვერთაიზერის სპეციალისტის პოზიციაზე

ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი” აცხადებს კონკურსს სოციალური მედია/ედვერთაიზერის სპეციალისტის პოზიციაზე სოციალურ ქსელში რეკლამირების კამპანიის წარმართვისა და ორგანიზაციის შტატისათვის სწავლების ჩატარების მიზნით.

სამუშაოს აღწერილობა:

  • დამკვეთი ორგანიზაციის სოციალური ქსელში რესურსების მიზნობრივი რეკლამირება პროდუქტის/მომსახურების პოპულარიზაციის მიზნით;
  • დამკვეთი ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის სოციალური ქსელის (Facebook,Youtube, Tick-Tok,Instagram) პლატფორმების მართვისა და რეკლამირების შესახებ სწავლებისა და რეკლამირების უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სოციალური მედიის მართვისა და ედვერთაიზინგის მიმართულებით;
  • ტრენინგების მოდულის დიზაინისა და ჩატარების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე, წინადადება მომსახურების შესახებ და შემოთავაზებული ბიუჯეტი 5 დეკემბრის ჩათვლით, მეილზე: xxihera@gmail.com

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ „სოციალური მედია/ედვერთიაზერი“.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში