არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელობის კვლევის კავშირი" (Health research Union)აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო კვლევის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს ორწლიან საგანმანათლებლო პროექტს: "სამეცნიერო და წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება საქართველოს ახალგაზრდა აკადემიური პერსონალისთვის".
პროექტი ხორციელდება ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (State University of New York) პროფესორებისა და ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქართველი სპეციალისტების თანამონაწილეობით. სწავლება ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი).
პროგრამის მიზანი:
** ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებში სამეცნიერო კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება (მაგ.:კრიტიკული აზროვნება, მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი, საგრანტო პროექტის წერა, სამეცნიერო ნაშრომების მომზადება პუბლიკაციისათვის).
** ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ პროექტის ბენეფიციარების მენტორობა;
** ვებ-გვერდის შექმნა საგანამანათლებლო მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა უნივესიტეტთაშორისი, პერსონალური და თანამენტორული ქსელის განვითარების მიზნით.
კანდიდატების შერჩევის პირობები:
საგანმანათლებლო პროექტში მონაწილების მისაღებად მოწვეულნი არიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ახალგაზრდა პედაგოგები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ასევე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მქონე რომელიმე დარგში (მაგ.: მედიცინა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სოციოლოგიური მეცნიერებები, განათლება, გარემოს დაცვა და სხვა მონათესავე დისციპლინები).
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის გზით წარდგენილი საბუთებისა და წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.
კანდიდატებისთვის განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნები:
** კანდიდატი სასურველია ჩართული იყოს კვლევაში და ჰქონდეს მონაცემები;
** ან გააჩნდეს საკმარისი საბაზისო მონაცემები საინტერესო სამეცნიერო იდეის/ჰიპოთეზის გენერირებისათვის;
** სალაპარაკო და წერითი ინგლისური ენის ცოდნა რეკომენდებულია.
წარსადგენი საბუთები:
** შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა
(დოკუმენტი)
** ავტობიოგრაფია-CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე, მაქსიმუმ 3გვერდი)
** განათლების და სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (მაგ.:დიპლომი, სერთიფიკატი, ა.შ.)
** სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი დაწესებულებიდან, სადაც მითითებული იქნება მონაწილის პოზიცია/სტატუსი დაწესებულებაში, ხელმძღვანელის თანხმობა მონაწილის პროგრამაში ჩართვის შესახებ.
ზემოთ ჩამოთვლილი საბუთები წარმოდგენილი უნდა იქნას დისკზე ჩაწერილი ელექტრონული სახით (2 ეგზ.) შემდგომ მისამართზე:
ჯანმრთელობის კვლევის კავშირი
თბილისი 0177, ნუცუბიძის ქ. 8 ან გადმოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: marina_topuridze@yahoo.com
განაცხადების მიღება ბოლო ვადაა 15 ნოემბერი. არასრული ან დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ, მარინა თოფურიძეს.
ტელ: 2144447 მობ:591 706 781
ელ-ფოსტა: marina_topuridze@yahoo.com
წყარო:jobs.ge