en
ge

ძირითადი კომპეტენციებისა და სამუშაოსთვის მზაობის ონლაინ ტრენინგი

თუ გსურთ შეიძინოთ ნებისმიერ სფეროში დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და მიიღოთ შანსი მოხვდეთ სტაჟირების პროგრამაში, შეუერთდით ძირითადი კომპეტენციებისა და სამუშაოსთვის მზაობის ტრენინგზე ონლაინ, 12-13-14 დეკემბერს.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც არ სარგებლობენ სტუდენტის სტატუსით და არ არიან დასაქმებულნი.

მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ!

ტრენინგზე განხილული საკითხები

  • პიროვნებათაშორისი კომუნიკაციის მნიშვნელობა და თავისებურებები საქმიან გარემოში; კომუნიკაციის ეფექტურობის განმსაზღვრელი ფაქტორები
  • საქმიან გარემოში გამოსაყენებელი კომუნიკაციური ტექნიკები: ასერტიულობა; მე- შეტყობინება;უკუკავშირი თვითპრეზენტაცია ( სამოტივაციო წერილის, CV-ს მომზადება)
  • რას ნიშნავს იყო გუნდური მოთამაშე? გუნდური მუშაობის ეფექტურობის განმსაზღვრელი ფაქტორები;  დროის ეფექტურად მართვა და სხვ  მეოთხე დღე დაეთმობა სოციალური საწარმოს და პროექტის წარმატებული მონაწილის მიერ შექმნილი ბიზნესის მონახულებას. 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს...

ტრენინგი ტარდება პროექტის "ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება  საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომლობით.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

გურიაში პროექტის პარტნიორია - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

  • 571 094 949
  • 595448 892
  • 557 923 579

ან მისწერეთ ორგანიზაციას მეილზე: ypuozurgeti.lesc@gmail.com

წყარო: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის გვერდი სოციალურ ქსელში